

ხარაგაულელი ფალავანი ზაურ ბერაძე დღეს, 9 იანვარს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
დღეს ასპარეზობას დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები დაიწყებენ.
ზაური ბერაძე (ხარაგაული) ტატო გაფრინდაშვილს (თბილისი) 86კგ. წონით კატეგორიის ფინალში შეხვდება.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 9 იანვარს გულშემატკივარი ხალიჩაზე იხილავს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ევროპის ორგზის ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორ გენო პეტრიაშვილს.
დღესვე ასევე იასპარეზებენ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ/პრიზიორები.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00-დან დაიწყება.
ასპარეზობის ხილვა პირდაპირ ეთერშია შესაძლებელი.
live GMS TV
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.