

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით მეტია.
ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამისთვის, ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების/პროექტების განხილვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.
ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება.
მომავალ წელს ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს, რომლის ფარგლებშიც 7-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები.
ასევე, გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.