

საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში დღეს, 19 დეკემბერს, ხარაგაულის მუზეუმში პროექტით „ჩემი პატარა ხელებით“ დაიწყება. ეს ღონისძიება 14:00 საათზე გაიმართება.
20 დეკემბერს 11:00 სთ-ზე ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში მსახიობი ირინე ჩხეიძე პატარებისთვის ზღაპარს წაიკითხავს.
22-27 დეკემბერს ჩატარდება საახალწლო კარნავალი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით. ამ კარნავალის ჩატარების განრიგი ასეთია:
22 დეკემბერს 15:00 საათზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კონცერტი ჩატარდება.
22-28 დეკემბერი საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში. ღონისძიებების ფარგლებში თოვლის ბაბუა აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.
25 დეკემბერს ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება და ადმინისტრაციული შენობის წინ ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
28 დეკემბერა 16:00 სთ-ზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დარბაზში ბენდი „გრავე“ საახალწლო კონცერტს გამართავს.
29 დეკემბერს 15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტზე გვიწვევს.
საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მერიის კულტურის სამსახურისგან მოვიპოვეთ.
ფოტოზე: ღონისძიება მუზეუმში
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.