

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ეროვნული სატყეო სააგენტოსგან 285 კბმ საშეშე მერქანი 30 350 ლარად შეიძინა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, თითოეულ ოჯახს 2 კბმ საშეშე მერქანი გადაეცემა.
„საშეშე მერქანს გადავცემთ იმ ოჯახებს, რომლებმაც განცხადებით მოგვმართეს და არ აქვთ რაიმე რესურსი რომ ზამთრისთვის შეშა თავად შეიძინოს. ვცდილობთ, მივეხმაროთ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მარტოხელა ოჯახებზე“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ხელშეკრულების მიხედვით 200 კბმ საშეშე მერქანი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების სასაწყობე ტერიტორიაზე (ხარაგაულის აგრარული ბაზარი) დასაწყობდება, ხოლო 85 კბმ – ვერტყვიჭალაში.
დაბა ხარაგაულში ოჯახებისათვის შეშა კეთილმოწყობისა და დასუფთავების თვითმცლელი ნაგავმზიდის ავტომანქანით მიაქვთ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ