

შემოდგომის ფოთოლცვენა ქუჩებში, სკვერებსა და ეზოებში ფოთლების გროვას წარმოშობს. დასუფთავებისთვის ზოგჯერ საუკეთესო საშუალებად ფოთლების დაწვას მიიჩნევენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ეს ქვეყანა შენია“ მოგვიწოდებს, რომ არ დავწვათ ფოთლები, რადგან ეს სახიფათოა!
ფოთლების წვისას ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები, მხუთავი აირები, ტოქსინები, კარცეროგენები და გამაღიზიანებელი ნაწილაკები გამოიყოფა. ამან, შესაძლოა, სასუნთქი გზების დაზიანება და ინფექციების რისკი გაზარდოს.
გამოსავალი – ფოთოლი ბუნებრივი ნარჩენია და მისი სასუქად გადაქცევა და გამოყენება რამდენიმე, არც ისე რთული, მეთოდით არის შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდია კომპოსტირება. როგორ მზადდება კომპოსტი, ამ მეთოდს გაეცანით ლინკზე
ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა და 500 ლარიდან 1 300 ლარადე ჯარიმით ისჯება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.