

12 ნოემბერს, 11 საათზე, ხარაგაულის საავადმყოფოში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციას გამართავენ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ქ. ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ექიმები.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ შემდეგი სპეციალისტები: ოფთალმოლოგი, ნეფროლოგი, რევმატოლოგი, ინფექციონისტი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი.
სამედიცინო აქციაში ჩართვა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი, პაციენტრმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება ამ ნომერზე: 599 26 47 99 (გოჩა გიორგიძე).
სამედიცინო აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამედიცინო ჰოლდინგის ძალისხმევით ხორციელდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.