

ვაშლევის საჯარო სკოლაში დღეს, 3 ნოემბერს, შემოდგომის ზეიმი გაიმართა. ღონისძიება სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარდა და მასში ვაშლევის სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვაშლევის სკოლის პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე ამბობს, რომ შემოდგომის ზეიმი ვაშლევის სკოლაში ყოველწლიურად გრანდიოზულად აღინიშნება.
„პანდემიის გამო ღონისძიებებს მოკრძალებულად აღვნიშნავდით, ვინაიდან პანდემია მინელდა წელს ზეიმზე ვერტყვიჭალისა და ბორითის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მოვიწვიეთ.
ღონისძიების მომზადებაში სკოლის ყველა პედაგოგი, მოსწავლე თუ მოსწავლეთა მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ. ეზოს მომზადებაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ვაშლევის სკოლაში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართულმა პირებმა“, – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.
ღონისძიებაზე ვაშლევის სკოლის მოსწავლეები სტუმრების წინაშე ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებითა და თეატრალური წარმოდგენებით წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს პედაგოგების დახმარებით ჩურჩხელებიც ამოავლეს და უგემრიელესი თათარაც დააგემოვნეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.