

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები თბობის სეზონისთვის შეშით ეტაპობრივად მარაგდებიან.
მათგან 20 საბავშვო ბაღისთვის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 29 526 ლარი ღირებულების 275 კბმ შეშას შეიძენს, ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის კი უკვე შეძენილია 19 822 ლარი ღირებულების 5 830 ლიტრი დიზელი. ეს რაოდენობა საკმარისია ამ ორი ბაღის შენობების ნოემბრიდან მარტის ჩათვლით გასათბობად.
„ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღებიდან ბუნებრივი აირით მხოლოდ #1 საბავშვო ბაღი თბება, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ლაცაბიძე, – 10 კბმ შეშა ამ ბაღისთვის მაინც შევიძინეთ, – ზამთარში დენი ან გაზი რომ გაითიშოს. ცენტრალური გათბობისთვის შეშას მოიხმარენ ხუნევის, ნადაბურის, ვახანის, კიცხის, ლეღვანის, ვარძიის საბავშვო ბაღები. დანარჩენ საბავშვო ბაღებში კი ამ დრომდე შეშის ღუმელები გვაქვს“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.