
27 ოქტომბერს 14:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში თოჯინების თეატრის სპექტაკლის „იისფერას“ პრემიერა შედგება.
„იისფერა“ საბავშვო მწერალ გივი ჭიჭინაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.
„იისფერა“ ურთიერთდახმარებაზე, სიყვარულსა და მეგობრობაზეა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – მაყურებელს ძალიან საინტერესო სპექტაკლი ელოდება და შეიტყობენ, თუ რატომაა თაგუნია იისფერი. მოუთმენლად ველოდებით პატარებს, რადგან მათგან ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი, სითბო და ემოცია იგრძნობა“.
სპექტაკლში მონაწილეობენ
იისფერა – ცელქი თაგუნია – მაია ბერაძე;
გენერალი – ნიკოლოზ წიკლაური;
თევზი დგაფუნა – ლუიზა კიკნაძე;
ჭრელა ჩიტი – ირინე ჩხეიძე;
ყვავილი – მანანა ოსანაძე;
კატა – გიორგი ჭიპაშვილი.
სპექტაკლის მხატვარია გაიოზ შუბითიძე, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 3 ლარი. ბილეთის შეძენა ორშაბათიდან, 24 ოქტომბრიდან, შესაძლებელია ხარაგაულის კინოთეატრის სალაროში.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,