

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.
ამ ტურნირში ხარაგაულის N2 და N3, სასულიერო გიმნაზიის, ღორეშის, კიცხის, ვახანის, ზვარის, მარელისის, ვარძიისა და ბორის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასულიერო გიმნაზიისა და ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიაში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
წიფის საჯარო სკოლის დირექტორის, გოჩა კვინიკაძის, მიერ დაწესებული პრიზი საუკეთესო მეკარეს – ნიკოლოზ ნანიტაშვილს გადაეცა.
ტურნირის დასრულების შემდეგ შედგა ამხანაგური მატჩი გოჩა ბუაჩიძის მეგობრებს შორის.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლის გუნდი
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ