

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესს იწყებს.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი შემდეგ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.
26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება ვებგვერდზე ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:
სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე directors@emis.ge
ამასთან, ხშირად დასმული კითხვების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებული მხარეები მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ