
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 27 სექტემბრის დადგენილებაშია ნათქვამი.
დადგენილების მიხედვით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.
„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ)“,- აღნიშნულია ამ დადგენილებაში.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,