

აცერით თქვენი ოთხფეხა მეგობრები ცოფზე უფასოდ და დაიცავით როგორც მათი, ასევე თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. ადამიანებში ცოფის შემთხვევების 99% გამოწვეულია დაავადებულ ძაღლთან კონტაქტით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ავთო ვეფხვაძის, ინფორმაციით, ხარაგაულში ცხოველთა ვაქცინაციის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო.
„ამ დრომდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 სოფელსა და დაბა ხარაგაულში აცრილია დაახლოებით 2000-მდე ძაღლი და კატა. ეს პროცესი გაგრძელდება ოქტომბრის განმავლობაში. მივალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და შინაურ ცხოველებს ავცრით.
გეგმით გათვალისწინებული გვაქვს, რომ ხარაგაულში 3200 ძაღლი და კატა უნდა აიცრას, სავარაუდოდ, ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ეს რიცხვი გაიზრდება. ვაქცინაცია უფასოა, ვაქცინაციის შემდეგ ცხოველში იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, ჩვენც ვაქცინაციის პროცესს ყოველწლიურად ვატარებთ“, – ამბობს ავთო ვეფხვაძე.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, 28 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.