

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე იმსჯელა.
არასამთავრობო ორგანიზაციების -„ჩემი ქალაქი მკლავს“ და „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებლის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა შეფერილი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილთა მძღოლებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის.
„სამართალდარღვევისა და სანქციის თავიდან აცილების მიზნით, მძღოლი, სავარაუდოდ, იზრუნებს საკუთარი ავტომობილის მოწესრიგებაზე“, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
„მივესალმები საქართველოს მოქალაქეების მიერ ისეთი შესაძლებლობების გამოყენებას, რომელიც პარლამენტთან თანამშრომლობას და საკანონმდებლო ინიციატივების და ზოგადად, მოსაზრებების წარმოდგენას საქართველოს პარლამენტისთვის“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, კანონპროექტი კარგი და აქტუალურია. ამოქმედების ვადასთან და გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.