

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 20 სექტემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 28 აქტიური შემთხვევაა.
ამ ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტაბილური ეპიდვითარებაა და ამჟამად ინფიცირებულთა შორის სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლები არ არიან. თუმცა, ის სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისთანავე ტესტი გავიკეთოთ, ხოლო ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში გადავიდეთ.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 20 სექტემბრამდე ამ ვირუსის 5711 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5634 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.