

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.
ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება. მავნებელი ტყის პირებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ გადაადგილდება, რის გამოც, იგი ხშირად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ეფექტურია სახლის პირობებში მავნებლის მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და გააქტიურება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად აგრძელებს მავნებლის მონიტორინგსა და ბრძოლის სხვა ღონისძიებებს. დასავლეთ საქართველოში ტერიტორიები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდების გამოყენებით მუშავდება, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.
პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ და მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან:
ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.