

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 31 აგვისტოს მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 აქტიური შემთხვევაა. თვითიზოლაციაში 34 პირი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ კოვიდდადასტურებულმა პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან იზოლაციის წესები, რათა ამ ვირუსის მასობრივად გავრცელება თავიდან ავიცილოთ.
15 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება. რა ფორმით გაგრძელდება სკოლების თაამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვბის ცენტრში ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებენ. გასული სასწავლო წლის ბოლო თვეებში სკოლაში დასაქმებულთა ტესტირება კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით ტარდებოდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 31 აგვისტომდე ამ ვირუსის 5624 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5552 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ