

„ევროკავშირის სტატისტიკის ოფისმა EUROSTAT გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები.
ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე წერს, – 2022 წლის იანვარ-ივნისში ჯამურად თავშესაფარი 11,580 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.
ძირითადი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია (3845 განაცხადი) საფრანგეთი (3425) და იტალია (1415). საგრძნობი ზრდა არის ირლანდიაში (760).
სტატისტიკა წლებისა და გაკეთებული განაცხადების მიხედვით: 2016 – 8,775; 2017 – 12,060; 2018 – 20,950; 2019 – 22,765; 2020 – 8,095; 2021 – 14,970; 2022 (იანვ.-ივნ.) – 11,580.“
ფოტო „რადიო თავისუფლება“
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ