

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი ხარაგაულში 13 და 14 აგვისტოს ფრენბურთის ჩემპიონატს გეგმავს.
ორგანიზაციის წარმომადგნელის, დიმიტრი ჩიკვაიძის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის ხუთი გუნდი დარეგისტრირდა. ესენია – „ღომეეთი“, „სმეტანა“, „შროშა“, „საღანძილე“, „პატარა ხარაგაული“.
ფრენბურთის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი ათკაციანი გუნდების განაცხადების მიღება ხვალ, 12 აგვისტომდე გრძელდება. გუნდები უნდა დაუკავშირდეთ დიმიტრი ჩიკვაიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 577 96 17 64.
ფრენბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 18:00 საათზე ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ გაიმართება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.