

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა მარიამ ფცქიალაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი საგანი ჩააბარა. ის სამი გამოცდის შედეგით კმაყოფილია. ინგლისურ ენაში გამოცდის პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.
ქართულ ენაში მარიამ ფცქიალაძემ 60 ქულიდან 57 ქულა დაიმსახურა, ბიოლოგიაში – 70 ქულიდან – 65, ქიმიაში 63 ქულიდან – 56.
მარიამს ექიმობა სურს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს. მას ჯერ კონკრეტული სპეციალობა არ აურჩევია, თუმცა გული უფრო მეტად კარდიოლოგობისკენ მიუწევს.
მარიამი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასეთ მაღალ შედეგს არ ელოდა. ის მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში დიდი როლი სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლებს მიუძღვით.
„სიხარულით ხელები ამიკანკალდა, გამოცდების შედეგები რომ ვნახე, – ამბობს მარიამ ფცქიალაძე, – ჩემს გვერდით დედა იყო. შემდეგ ჩემი სიხარული მეგობრებსა და ნათესავებს გავუზიარე. ყველა აბიტურიენტს საუკეთესო შედეგებს და სტუდენტობას ვუსურვებ“.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ