

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, მასწავლებლის გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან, იგეგმება.
სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგი.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები.
2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი.
სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი – 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.