

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მაისისა და ივნისის თვეებთან შედარებით, გაზრდილია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ხარაგაულში ტესტირებით კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ხარაგაულში ივნისის თვეში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა, ხოლო ივლისის 20 დღეში – 40 შემთხვევა გამოვლინდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამჟამად კორონავირუსზე მხოლოდ სწრაფი ტესტი ტარდება. ხარაგაულში covid-19-ის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 21 ივლისამდე სულ ამ ვირუსით ინფიცირების 5 416 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 5353 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ