
შშმ პირთა უფლებების დასაცავად ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს მიმართა.
ამ ორგანიზაციის იურისტის, ანა არგანაშვილის განმარტებით, სასამართლოს მიმართეს, რომ ეტლის მომხმარებელ შშმ პირებს პერსონალური ასისტენტი დაენიშნოთ.
„აქამდე პერსონალური ასისტენტის სერვისს ვითხოვდით მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის მქონე იმ ბავშვებისთვის, ვისაც გამომწვევი ქცევა ჰქონდა, – ამბობს ანა არგანაშვილი, – დღეიდან, ვითხოვთ სხვა შშმ პირებისთვისაც, ვისაც აუცილებლად სჭირდება პერსონალური ასისტენტი და 2025 წლამდე ეს ამბავი არ დაიცდის (კანონში შეზღუდეს 2025 წლამდე).
იმედი გვაქვს, სასამართლო გამოგვყვება გაეროს შშმ პირთა კონვენციის (UN CRPD) აღსრულების გზაზე, როგორც წინა შემთხვევებზე გამოგვყვა და დაგვიკმაყოფილებს პერსონალური ასისტენტის მოთხოვნას ეტლის მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ადამიანებს ცხოვრება და მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა და 3 წელი ვერ დაიცდიან, როცა საქმე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება! ვითხოვთ დროებითი ზომის გამოყენებას“.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,