

მარელისში რკინიგზაზე გარდამავალი, სტიქიისგან დაზიანებული ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენა იწყება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მიზნით ხელშეკრულება, გამარტივებული ტენდერით, შპს Construction Service-თან გააფორმა.
უშუალოდ აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე, ამავე კომპანიის ვალდებულებაა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც. ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება 8 550 000 ლარია, სტიქიისგან დაზიანებული გზისა და ხიდის აღდგენა 2022 წლის 31 ოქტომბისთვის არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს მარელისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 24-ე კილომეტრზე, ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა რკინიგზაზე გარდამავალი არსებული ხიდი, რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.