

ხვალ, 7 ივნისს, ხარაგაულში დილის 09:00 საათიდან ბუნებრივი აირის მოწოდება შეწყდება.
„ქსელში დაზიანების გამო, კომპანიას ტექნიკური დანაკარგი აქვს, სამუშაოები დილიდან დაიწყება და ვეცდებით, გაზმომარაგება ხვალ საღამოს აღვადგინოთ, გააჩნია დაზიანების სიმძიმეს,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის სერვისცენტრის წარმომადგენელი ლაშა მღებრიშვილი.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები და ონკანები.
ხარაგაულში ბუნებრივი აირი რვა სოფელს (დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ჯაფაროული, თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ისლარი, კიცხი, ლაშე, ვარძია, ფარცხნალი) მიეწოდება.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ