

დღეს, 31 მაისს, ხარაგაულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ მაისში ხარაგაულში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსი ექვს ადამიანს აქვს, ყველა მათგანი სახლში მკურნალობს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მაისში კორონავირუსით არც ერთი ხარაგაულელი არ გარდაცვლილა. პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში COVID-19-ის 5374 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 5 319 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 ადამიანი გარდაიცვალა.
„ძალიან გააქტიურებულია სხვადასხვა სახის ვირუსები, რომელიც სიმპტომებით კორონავირუსს ჰგავს, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე, -კორონავირუსის დამდგენი სწრაფი ტესტის გაკეთება ჯანდაცვის ცენტრშია შესაძლებელი“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.