
27 მაისს, 13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქციას გამართავენ.
ისინი ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ.
ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ამ აქციას დღეს ვერ შეუერთდებიან. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აქციაში მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და დედაქალაქთან ახლომდებარე რეგიონების ბრიგადები ჩაერთვებიან.
„კოვიდპანდემიის დროს ხელფასზე დანამატს ვიღებდით, – ამბობს ერთ-ერთი ექთანი, – ექთნისთვის ეს თანხა 500 ლარი, ექიმისთის 600 ლარი, ხოლო მძღოლისთის 400 ლარი იყო. აპრილის ხელფასი ამ დანამატის გარეშე ჩაგვერიცხა. კორონავირუსი ჯერ საბოლოოდ არ დაგვიმარცხებია. ახალ-ახალი ინფექციები გვემატება და ამ დროს ხელფასი კი არ უნდა დაგვაკლონ, უნდა მოგვიმატონ.
ჩვენი მოთხოვნა თუ არ შესრულდა, შემდგომ ეტაპზე აქციაში რეგიონების სასწრაფო-სამედიცინო სამსახურებიც ჩავერთვებით“.
აქციის მონაწილეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავს. პროფკავშირები მზად არის მისი წევრი ორგანიზაციის – მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის და მისი წევრების მხარდასაჭერად.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან