

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობით აღინიშნა.
მუზეუმის თანამშრომლებს გზადაგზა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეუერთდნენ. მსვლელობისას კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მთიები“ (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე) ცეკვა „მთიულური“ წარმოადგინა.
ეს ღონისძიება მუზეუმების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
„ეროვნული სამოსი ჩვენი ისტორიაა და ამ სამოსით ქუჩაში გამოსულები ვაცოცხლებთ ამ ისტორიას ხარაგაულის ქუჩებში“, – ამბობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე.
„ჩვენთვის ძალიან საყვარელი ღონისძიებაა, ტრადიციულად მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება და მთელი ხარაგაული ჩაბმული ვართ ამ ღონისძიებაში. დიდი ბედნიერებაა, ატარებდე შენს ეროვნულ სიამაყეს – ეროვნულ სამოსს“, – ამბობს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ