

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) დღეს, 6 მაისს, ცხენთაროსა და როდინაულის ტაძრების მოძღვარი – დეკანოზი თეიმურაზი (ზაქარეიშვილი) მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ამ მოძღვარს 1974 წელს იმ დროს ეპისკოპოსობაში მყოფმა და ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქალაქ სოხუმში დაასხა ხელი.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე მელქისედეკმა სადღესასწაულო ლიტურგია ზესტაფონის სოფელ ცხენთაროში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასასრულს მოეწყო ლიტანიობა. ბოლოს კი მეუფე მელქისედეკმა მრევლს ქადაგებით მიმართა და გიორგობა მიულოცა.
საქართველოში გიორგობა 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნება. 23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა, 6 მაისი კი – მისი თავისკვეთის დღე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.