

29-30 აპრილს ოზურგეთში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა ჩატარდა.
ამ ასპარეზობაში 15 წლამდე მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ მოსწავლე ვახტანგ ნიქაბაძემ ამ ტურნირზე 75 კგ წონით კატეგორიაში III საპრიზო ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა მოჭიდავე, მისი მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი ამ წარმატებით გახარებულები არიან. ვახტანგ ნიქაბაძე სამომავლოდ შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.