

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.
თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.