

დღეს, 15 აპრილს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ვაჟ კალათბურთელთა შორის.
შეჯიბრებაში ხარაგაულის სპორტსკოლის, (მწვრთნელი სულიკო ჩაგელიშვილი) ბორის, (მწვრთნელი გია მაჭავარიანი), ვერტყვიჭალისა (მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) და ახალგორის კომპლექსური სასპორტო სკოლის (მწვრთნელები გიორგი დავითური, გიორგი თეზელაშვილი) გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალში ერთმანეთს ხარაგაულის სპორტსკოლისა და ახალგორის სასპორტო სკოლის გუნდები შეხვდნენ. მატჩი ხარაგაულელ კალათბურთელთა გამარჯვებით დასრულდა. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა და სიგელებით დააჯილდოვა.
საუკეთესო მცველი – ლუკა გვასალია (წეროვანი);
საუკეთესო გამთამაშებელი – დუტა ჭულუხაძე (წეროვანი);
ბომბარდირი – მურმან ხიჯაკაძე (ხარაგაული);
საუკეთესო თავდამსხმელი – საბა მესხი (ხარაგაული);
პერსპექტიული მოთამაშე – გიორგი ბასიშვილი (წეროვანი).
ფოტოზე: გამარჯვებული გუნდი მწვრთნელ სულიკო ჩაგელიშვილთან ერთად
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ