

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი სოფელ ლეღვანში ცხოვრობდა.
ის სამკურნალოდ მარტის ბოლოს თერჯოლის კოვიდცენტრში გადაიყვანეს. ქალს თანმხლები დაავადებები აწუხებდა. ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსს 49 ადამიანი ემსხვერპლა.
1-5 აპრილს ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ვირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 5 აპრილამდე covid-19-ით სულ 5346 პირი დაავადდა, მათგან 5284 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 გარდაიცვალა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.