

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის ასაგებად ტენდერის გამოცხადების თარიღი უცნობია.
ავტობანის მშენებელი კომპანია პროექტზე დასკვნას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, ერთ თვეზე მეტია, ელოდება. ამ კომპანიის წარმომადგენელი დავით სუჯაშვილი ამბობს, რომ გასულ კვირაში დეპარტამენტთან პროექტის დეტალებს აზუსტებდნენ.
ხევი-ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე ამბობს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ხევის საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობაში დაასრულებს. მისი თქმით, მშენებელი კომპანია ხევის ბაღისთვის ახალ შენობას 2022 წლის სექტემბრისთვის გვპირდება.
„ხევის საბავშვო ბაღი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებიდან, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – აქ ორი ჯგუფი ფუნქციონირებს. არასრულყოფილი სასწავლო გარემოს გამო, საბავშვო ბაღში მხოლოდ უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები დადიან“.
ხევის საბავშვო ბაღში სულ 32 აღსაზრდელია.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხევის ბაღის მშენებლობის ამბავს უახლოეს მომავალში განმეორებით მოვიკითხავთ.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.