

ბორის სკოლა-პანსიონში მაგიდის ჩოგბურთში ზონალური პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაში ბორის, ხიდრის, ვარძიის, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლების და ხარაგაულის სპორტული სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრებას მსაჯობას უწევდნენ ხარაგაულის სპორტსკოლის წარმომადგენლები ვეფხვია ღონღაძე და დავით გელაშვილი. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
პირველ ადგილზე ზესტაფონის #7, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე ბორისა და ვარძიის საჯარო სკოლების მოსწავლეები გავიდნენ. შეჯიბრება ბორის სკოლის სპორტის პედაგოგის, გიგა ბერაძის, ინიციატივით ჩატარდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.