

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის, ინფორმაციით, ხუნევი-გედსამანიისა და ხევის საჯარო სკოლების შენობები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ.
„ხუნევისა და გედსამანიის სკოლების შენობებზე გამოსაცვლელია სახურავი, გასალესია კედლები და შესაცვლელია იატაკი; ხევის სკოლის შენობაში აუცილებელია კარებების გამოცვლა. მიმდინარე წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 100 ათასი ლარი გამოიყოფა.
შემდეგ კიდევ ველოდებით თანხის გადმორიცხვას და სხვა სკოლებსაც მივხედავთ. ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე ინფორმირებულია განათლების სამინისტრო, სამხარეო ადმინისტრაცია და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება. ამჟამად ვმუშაობთ ხარჯთაღრიცხვებზე, რადგან გასულ წელთან შედარებით ფასები შეცვლილია“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.
ფოტოზე: გედსამანიის სკოლა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.