

საკვირაო წირვის შემდეგ, 13 მარტს, ხარაგაულის ქუჩებში მრევლისა და სასულიერო პირების ხატებით მსვლელობა მოეწყობა.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირები ხარაგაულის ქუჩებს აკურთხებენ.
„დიდმარხვის პირველი კვირის ბოლოს, მერვე საუკუნიდან, ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, – ამბობს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა თომა (ლაცაბიძე), – ტრადიციულად, ამ დღეს, წირვის შემდეგ, ხატებით მსვლელობა – ლიტანიობა ეწყობა. მორწმუნე ადამიანები ამით ხატმებრძოლობასთან გამარჯვებას აღნიშნავენ“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.