

ბოლო 24-საათში კორონავირუსი ლეღვანში, ხიდარში, ჯაფაროულში, ვარძიასა და დაბა ხარაგაულში მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ.
მათგან სამი 18 წლამდე ასაკისაა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან 10 მარტამდე ამ ვირუსით სულ 5285 პირი დაინფიცირდა, მათგან 5040 გამოჯანმრთელდა, 48 – გარდაიცვალა.
10 მარტის მდგომარეობით სტაციონარში 4 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, თვითიზოლაციაში 16 მოქალაქეა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლებამ არ უნდა გაგვათამამოს და რეგულაციები ისევ მკაცრად უნდა დავიცვათ.
„პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში ისევ აუცილებელია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი, ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისგან გვიცავს“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.