
ფეისბუქზე მასობრივად ვრცელდება შაბლონური ტექსტი, რომელიც ასე იწყება:
„მე, (სახელი და გვარი), ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით“
და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არ ვარგა, მეგობრებო, ასე. არ არის ეს ღირსეული განცხადება. ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენობოფიაა.
ნუ გადავეშვებით მეორე უკიდურესობაში.
ამას ჯობია, მოვითხოვოთ სავიზო რეჟიმის და სამართლიანი „ფილტრების“ შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის. უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ პირობითად მიხეილ ფიშმანები და პირობითად თინა კანდელაკები.
„ყველა რუსი ერთია!“ – არის ექსტრემისტული განცხადება. „მეორე რუსეთი“ იმ გაგებით არ არსებობს, რომ ამ „მეორეს“ სუსტი გავლენა აქვს რუსეთის საზოგადოებაზე და ფონს ვერ ქმნის; თორემ კარგი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს, ყველამ ვიცით ეს“.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან