
25 თებერვალს, 101 წლის წინ, თბილისში რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა და საქართველოს ოკუპაცია განახორციელა.
ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის სკოლამ ოკუპაციის კვირეული გამართა.
„საუკუნის შემდეგ 25 თებერვალი უკრაინაში მეორდება, – რუსეთი კიევში შეიჭრა, – ამბობს ვაშლევის სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი, – ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გავმართეთ.
დღეს კი სკოლის მოსწავლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იუნკერები და ის გმირები, ვინც სამშობლოს კეთილდღეობას თავი შესწირა.
ღონისძიებაზე საინგილოდან ჰერეთის სახლის ფუძემდებლი მალხაზ ნუროშვილი და პოეტი შორენა თამაზაშვილი ჩაგვერთენ. მათ ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს.
დღეს ჩვენი ყველას მთავარი სათქმელია – არა ოკუპაციას, დიდება უკრაინას“.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან