

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან, დისტანციურ სწავლებაზე, 21 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ საღანძილის სკოლაა.
ეს ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოვიპოვეთ. საღანძილის სკოლაში დისტანციური სწავლება 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
„სკოლების თანამშრომელთა და მოსწავლეთა covid-19-ით ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ყოველ ხუთშაბათს ვაგროვებთ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – 10 თებერვლის მდგომარეობით, ხარაგაულის სკოლებში დასაქმებული 32 პირი და 38 მოსწავლე კორონავირუსით იყო ინფიცირებული“.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21-ვე საბავშვო ბაღში განახლდა.
ფოტოზე: საღანძილის საჯარო სკოლა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.