

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4862-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა დაბა ხარაგაულში, 4-4 შემთხვევა – საღანძილეში, ვარძიაში, კიცხსა და ბორითში; 3-3 შემთხვევა – ჯაფაროულში, ვანში, თეთრაწყაროში, ბაზალეთში, უბისაში, ხემაღალსა და საქასრიაში.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 545 აქტიური შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენ მოქალაქეს covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
რეალურად, ამ ვირუსით გაცილებით მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, კლინიკებში 47 ინფიცირებული მკურნალობს.
თვითიზოლაციაში 131 მოქალაქე იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.