

დროებითი შრომიუუნარობის ცნობის, ანუ ბიულეტენის გაცემის წესში, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2022 წლის 11 თებერვლიდან ცვლილება შევიდა.
COVID 19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც დაავადება დაუდასტურდათ ლაბორატორიულად და ფლობენ ცნობას ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე, აღნიშნული ცნობა ჩაითვლება საავადმყოფო ფურცლის ტოლფასად.
ეს ცნობა შესაძლებელია გაიცეს ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ ან ამოიბეჭდოს Georgia e-Health აპლიკაციიდან.
შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება COVID-19-ით ინფიცირების დამადასტურებელი სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 2022 წლის 4 თებერვლამდე (სინჯის აღების თარიღი) დადასტურებულ შემთხვევებში 8 კალენდარული დღე, ხოლო 2022 წლის 4 თებერვლიდან (სინჯის აღების თარიღი) – 7 კალენდარული დღე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.