

ბოლო 24-საათში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 56 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 12 ინფიცირებული 18 წლამდე ასაკისაა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის ჩატარებული გეგმიური PCR ტესტირების პასუხები, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან 8 თებერვლამდე ამ ვირუსით სულ 4490 პირი დაინფიცირდა, მათგან 3670 გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 – გარდაიცვალა.
8 თებერვლის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 776 პირს კორონავირუსი ტესტირების შედეგად აქვს დადასტურებული. მათგან 27 კოვიდკლინიკაში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით; თვითიზოლაციაში 91 მოქალაქე იმყოფება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.