

ბოლო დღეებში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი გამოვლინდა.
4-7 თებერვალს კორონავირუსით ხარაგაულში 222 პირი დაინფიცირდა.
„ვირუსის გავრცელების უმთავრესი მიზეზია ის, რომ ინფიცირებულები იზოლაციის წესებს არ იცავენ, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე, – კოვიდდადასტურებულ პირებს მაღაზიებსა და ხარაგაულის ქუჩებში ხშირად ვხედავთ.
ეს ყოვლად დაუშვებელია. სამწუხაროა, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან. ახალი რეგულაციების მიხედვით, ინფიცირებული პირი იზოლაციაში 8 დღე უნდა დარჩეს“.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან 7 თებერვლამდე სულ ამ ვირუსით 4434 პირი დაინფიცირდა, მათგან 3645 გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.
7 თებერვლის მდგომარეობით ხარაგაულში ინფიცირებული 745 პირიდან 28 მათგანი სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ