

საქართველოში უსაფრთხოების კონტროლს დაქვემდებარებული (არასასურსათო) სამომხმარებლო პროდუქციის
უსაფრთხოების კონტროლი არასაკმარისია.
საქონლის უსაფრთხოების კონტროლზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებაა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება.
სააგენტოდან გამოვითხოვეთ 2021 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები. მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ:
სააგენტო ახორციელებს საბაჟოზე იმპორტით შემოსული პროდუქტების დოკუმენტურ ზედამხედველობას.
ქვეყნის სავაჭრო ქსელში მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება; კერძოდ, 2021 წ. მე-4 კვარტალში შემოწმდა: 40 სათამაშო, 22 სამშენებლო მასალა, 12 აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობა, 4 წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა (ცეცხლმაქრი), 2 ინდივიდუალური დაცვის საშუალება (ხელთათმანი). მანქანა-დანადგარები საერთოდ არ შემოწმებულა.
ყველა შემთხვევაში, ერთის გარდა, მხოლოდ დოკუმენტების, ან/და ეტიკეტების შემოწმება განხორციელდა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პროდუქტის (არმატურის) ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების შემოწმება.
ქვეყნის სავაჭრო ქსელის კონტროლის მცირე მასშტაბის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევებში, შემოწმებული საქონელი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც სააგენტომ შესაბამისი ნაწარმის რეალიზაციის დროებით შეჩერების (შეუსაბამობების გამოსწორებამდე), ან, გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საერთოდ აკრძალვის განკარგულებები გამოსცა.
საბოლოო დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იმ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლიც კი საკმარისად ვერ ჩაითვლება, რომელზეც სახელმწიფო ზედამხედველობაა დაწესებული, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რაზეც უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ