
ხარაგაულის თვითმმართველობამ ხარაგაულიდან მოლითამდე მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის ტენდერი 7 ათას ლარზე გამოაცხადა. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ი/მ „დავით ხარაძე“ ამ სამუშაოს შესრულებას 5 601 ლარად აპირებს.
ტენდერში გამარჯვებულმა მგზავრები, მიკროავრობუსით, ხარაგაულიდან მოლითამდე და უკან კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს უნდა გადაიყვანოს.
მიკროავტობუსი ხარაგაულიდან მოლითისკენ 08:00 საათზე გავა, მოლითიდან ხარაგაულში კი 14 საათზე დაბრუნდება.
მგზავრობა ხარაგაულიდან მოლითამდე 1 ლარი ეღირება, საღანძილემდე – 30 თეთრი, დიდვაკემდე – 50 თეთრი; სადგურ მარელისამდე – 60 თეთრი; ვახანისწყლამდე – 70 თეთრი; ბაბამდე – 80 თეთრი.
ამ ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, მოსახლეობას ტრანსპორტით 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით მომემსახუროს.
ტენდერი მიმდინარეობს დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინასებისთვის. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ მიკროავტობუსი კვირაში 7 დღე, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფომდე და თეთრაწყარომდე 6 სვლაგეზს განახორციელებს.
ამის პარალელურად, – სამშაბათს ფარცხნალის მოსახლეობას, ხოლო ხუთშაბათს ბაზალეთი-ქროლის მოსახლეობას მოემსახურება.
ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფომდე მგზავრობა 20 თეთრი ეღირება, ფარცხნალამდე 30 თეთრი, ხოლო ქროლი-ბაზალეთის საზღვრამდე – 50 თეთრი.
მუნიციპალიტეტმა ტენდერი 14 400 ლარად გამოაცხადა და მასში გამარჯვებული მოსახლეობას 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოემსახუროს.
11 520 ლარზეა გამოცხადებული ტენდერი ნადაბურიდან ხევის, ბორითის, უბისის, ღორეშის სარგვეშისა და ბაზალეთის გავლით ხარაგაულამდე მგზავრების ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის. ნადაბურიდან ღორეშის ჩათვლით მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება, ხოლო ხარაგაულამდე – 1 ლარი.
მიკროავტობუსი კვირაში ორი დღე – ორშაბათსა და ოთხშაბათს იმოძრავებს; ნადაბურიდან 7:30 საათზე გამოვა, ხოლო ხარაგაულიდან – 13:00 საათზე. ტენდერში გამარჯვებული მგზავრებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოემსახუროს.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან