
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, უკვე მეშვიდედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
„რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მასშტაბურ ღონისძიებების გამართვას წელსაც ვერ შევძლებთ, – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი, – ამ ღონისძიებას დისტანციურად შევუერთდებით.
2 თებერვალს გავალთ ქუჩაში და ხარაგაულელებს ცნობილი მწერლების ლექსებს ან ციტატებს წავაკითხებთ. სოფლის ბილიოთეკებიც ანალოგიური ღონისძიებებით შეუერთდებიან ამ დღეს. აქტივობების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში აიტვირთება.“
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ასოციაციის ინიციატივით, საქართველო ტრადიციულად, წელსაც შეუერთდება ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდება მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეშვიდედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ფოტოზე: წიგნის კითხვის მსოფლიო დღე ხარაგაულში, 2021 წელი
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან