

დღეს, 23 იანვარს, 46 წლის ასაკში, ღმრთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკლესიის კალენდარი ავრცელებს.
მეუფე დიმიტრი 2013 წლის 28 ოქტომბრიდან 2015 წლის 18 იანვრამდე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარი გახლდათ, შემდეგ კი – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი.
მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) – ერისკაცობაში რამაზ ვანგერის ძე კაპანაძე – დაბადებული და გაზრდილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში. მეუფედ კურთხევამდე ის ჭულეს მონასტრის წინამძღვარი იყო.
„მარგვეთის ეპარქიაში ცხოვრობენ ძალიან გულღია, ალალი, მშრომელი ადამიანები, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ მარგვეთის ეპარქიაში ჩამოსვლის დღეს, – იმერლები, თუ ვინმეს კეთილგანწყობას შეამჩნევენ, მას სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ.
მე შევეცდები ვიპოვო უმოკლესი გზა თითოეული თქვენგანის გულებისკენ, ვიყო თქვენს გვერდით განსაცდელისა თუ სიხარულის დროს“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.