

„საქართველოს რკინგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული რკინიგზელებისთვის მატარებელი დამატებით იმოძრავებს.
ეს მატარებელი ხაშურიდან დილით 10:20 სთ-ზე გამოვა, ხოლო ზესტაფონიდან ხაშურის მიმართულებით – 14: 20 სთ-ზე.
-ამ მატარებლით მხოლოდ რკინიგზელებს აქვთ მგზავრობის უფლება, – ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“, – ჯერჯერობით, მოსახლეობისთვის ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით მატარებელი მხოლოდ დილით და საღამოს მოძრაობს.
მისი მოძრაობის განრიგი უცვლელია – დილით ხაშურიდან 07:05 საათზე გამოდის, ზესტაფონიდან – 17:45 საათზე.
მოსახლეობა, სოციალურ ქსელში, შუადღისას მოძრავი ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლისა და ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს.
ამავე თემაზე:
მოსახლეობა შუადღის „მასტერაოსა“ და ქუთაისი-თბილისის მატარებლის აღდგენას ითხოვს
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ